ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეროვნული გვარდიის, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის, 204-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ვიცე-პოლკოვნიკმა, მირზა ბეჟანიძემ, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად დაესწრო.

„ვიცე-პოლკოვნიკმა საჯარო მოხელეებსა და მოქალაქეებს ტერიტორიული რეზერვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტების წლიური ანაზღაურება 4200 ლარია. ასევე ისინი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების მსგავსად, ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტით ისარგებლებენ.

ტერიტორიულ რეზერვში ჩასარიცხად რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს 18-დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტებს 18-დან 22 წლის ჩათვლით. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და საშუალება ექნებათ, სოციალური და სამართლებრივი დაცვით ისარგებლონ.

მოქალაქეები 45 დღიან ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას გაივლიან, რომელიც 12 თვეზე (თვეში ერთი შაბათ-კვირა) თანაბრად გადანაწილდება. ისინი რეზერვში სამსახურის დროს რეალურ საბრძოლო უნარებს შეიძენენ. სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.

საბუთების მიღება ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ხოლო პარასკევს, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე მიმდინარეობს.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ შემდეგ მისამართზე: onlinebct.mod.gov.ge,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს