გიორგი დოხტურიშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, 180 აღსაზრდელზე გათვლილ N1 საბავშვო ბაღს სრული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია და ახალი შენობა-ნაგებობის აშენება; შეიცვალა სახურავი; სრულად განახლდა შიდა ინტერიერი და საკლასო ოთახები; შეიღება კედლები; მოეწყო გასართობი სივრცეები, სპორტული დარბაზი და სამზარეულო; დამონტაჟდა ახალი გათბობის სისტემა; მოპირკეთდა გარე სივრცე; შენობა სრულად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მარნეულის N1 საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულებამ 1 188 577 ლარი შეადგინა. პროექტი დაფინანსდა რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

ინფრასტრუქტურული პროექტი რწმუნებულთან ერთად მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა დაათვალიერეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა