რუსთავში არაფორმალური განათლების ცენტრი - მედიათეკა შენდება

რუსთავის ახალი განვითარების კონცეფციის ფარგლებში, თანამედროვე ტიპის ახალგაზრდული ცენტრის - მედიათეკის მშენებლობა მიმდინარეობს.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, თანამედროვე ტიპის მედიათეკის მშენებლობის დასრულების შემდეგ, უახლოეს პერიოდში რუსთაველ ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მიღების საშუალება კომფორტულ გარემოში ექნებათ.

რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ძველი ბიბლიოთეკები, სადაც სერვისის ფორმა თუ შენობების ინტერიერი, თანამედროვე სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს, ახალგაზრდების დასაინტერესებლად ფორმის შეცვლას და სერვისის გამრავალფეროვნებას საჭიროებს.

„მედიათეკის პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულდეს, ცოტა ხანში ძალიან ბევრ სიახლეს შესთავაზებს რუსთაველებს, მედიათეკის მშენებლობა დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში აქტიურად მიმდინარეობს, რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციის პარალელურად. სკვერის ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონები, საფეხმავლო და ველობილიკები, დენდროლოგიური ზონები, საბავშვო და სპორტული სივრცეები, სარწყავი სისტემა და გარე განათება ეწყობა“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

მედიათეკის მშენებლობა და სკვერის რეაბილიტაცია ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და პროექტის ღირებულება 4 256 559 ლარს შეადგენს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს