გიორგი ამილახვარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - დიახ, ეს არის დაშანტაჟება ბიძინა ივანიშვილის, რომ როგორმე გავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკაზე

ეს არის პოლიტიკის ფარდას ამოფარებული რეზოლუცია, რომლის მთავარი ამოცანაა, საბაბად იქნას გამოყენებული კანდიდატის სტატუსი და მიხეილ სააკაშვილი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი როგორმე დააბრუნონ პოლიტიკაში და რაიმე ფორმით საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, რეზოლუციას პოლიტიკური სარჩული აქვს.

„კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, რომ ყველა ამ გადაწყვეტილების უკან არის პოლიტიკური სარჩული და პოლიტიკა. ერთი მხრივ, როცა ვხედავთ, რომ ევროკავშირის ერთი ინსტიტუცია, ევროკომისია საქართველოს აძლევს უმაღლეს შეფასებას, თითქმის ყველა პუნქტში წინ ვართ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით და პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რატომ და რის საფუძველზე შეიძლება არ მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მეორე მხრივ, ევროკავშირის მეორე ინსტიტუცია იღებს ყოვლად უსამართლო, დაუსაბუთებელ რეზოლუციას, სადაც ვხედავთ პირდაპირ, რომ პოლიტიზირებულია მიხეილ სააკაშვილთან, კანდიდატის სტატუსთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკითხი, ეს არის პოლიტიკის ფარდას ამოფარებული რეზოლუცია, რომლის მთავარი ამოცანა, არის რომ საბაბად იქნას გამოყენებული კანდიდატის სტატუსი და მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი როგორმე დააბრუნონ ქართულ პოლიტიკაში, რომ ზეგავლენა ჰქონდეს ქართულ პოლიტიკაზე და რაიმე ფორმით საქართველოში მოხდეს მეორე ფრონტის გახსნა,"- განაცხადა ამილახვარმა.

კითხვაზე, გულისხმობს თუ არა, რომ ევროპარლამენტს სურს მეორე ფრონტი საქართველოში, ამილახვარი აცხადებს, რომ მას ეს არ უთქვამს და აღნიშნავს, რომ "ეს არის პოლიტიზებული საკითხი".

„როგორ შეიძლება კანონის გვერდის ავლით გამოვუშვათ საპატიმროდან და მეორე მხრივ, ადამიანს, რომელსაც მრავალი მილიარდი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაში თავის ქვეყანაში, დავუწესოთ სანქციები, დიახ, ეს არის დაშანტაჟება ბიძინა ივანიშვილის, რომ როგორმე გავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკაზე“, - განაცხადა ამილახვარმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა