გია ხუხაშვილი - „თუ ბიძინა კარგად არ იქნება, ჯანდაბას ევროკავშირი და ყველაფერი“ - ამას ამბობენ ადამიანები, რომლებსაც კეთილდღეობა ისედაც აქვთ - თავისი მდგომარეობის შესანარჩუნებლად იბრძვიან ყოვლად წარმოუდგენელი მეთოდებით

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ევროპარლამენტარების გზავნილის მიუხედავად, თამაშის წესების შეცვლა არ სურს, რადგან ფიქრობენ, რომ ამით მათ ძალაუფლებას, კეთილდღეობასა და კომფორტს საფრთხე შეექმნება. ამის შესახებ ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ის ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას და ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს.

„ქართული ოცნების“ პოზიცია არამხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით, არამედ ნებისმიერ სხვა თემასთან დაკავშირებით, რაც ევროინტეგრაციას ეხება, იგივე 12 პუნქტის შესრულებაც რომ ავიღოთ, ფაქტობრივად, არის ძალიან ხისტი და კონფრონტაციული. ყველაფერზე ამბობენ, ვინ ეკითხებათ მათ, ჩვენ რა თამაშის წესებით ვითამაშებთ ქვეყანაში, ასეთები მიგვიღონ, როგორებიც ვართ და თუ არ მოვწონვართ, კარგად იყვნენ. ფაქტობრივად, არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის თემაზე, ნებისმიერ თემაზე მათი პოზიცია არის კონფრონტაციული და ესკალაციაზე ორიენტირებული. შესაბამისად, თემის დავიწროება და სააკაშვილამდე დაყვანა არა მგონია, რომ მაინცდამაინც სწორი იყოს. ყველა თემასთან დაკავშირებით იგივე ხდება, რაც წარმოუდგენელია. კონსტიტუციის სულისკვეთების დარღვევაა, იმიტომ, რომ კონსტიტუციაში გვიწერია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ინტეგრაციისთვის. ამის ნაცვლად, ფაქტობრივად, ყველაზე საკითხზე დგებიან პოზაში, ის კი არა, რომ ახსნან თავისი პოზიცია, ისიც არ ეკადრებათ. ისინი ამბობენ, რომ ასე ვცხოვრობთ, მოგწონვართ მიგვიღეთ, არადა ... მოვისმინეთ ჩვენ კიდეც კახა კალაძისგან ეს ყველაფერი.

წარმოიდგინეთ, ეუბნები ვიღაცას, რომ მინდა შენს სახლში ცხოვრება. ის გპასუხობთ, იცით რა, ჩემთან სახლში არ ეწევიან, ვიღაცებს არ ჩაგრავენ, მაგიდაზე არ ცეკვავენ და ა.შ. თქვენ ეუბნებით, შენ ვინ გეკითხება მე სიგარეტს მოვწევ თუ რას ვიზამ, შენს სახლში უნდა ვიცხოვრო. ფაქტობრივად, პარადოქსულ, ურთიერთგამომრიცხავ პოლიტიკას აწარმოებს საქართველო. ისინი ხომ არ გვეხვეწებიან მიღებას, ჩვენ ვეუბნებით, ჩვენი გზა არის ევროკავშირი, მაგრამ უარს ვაცხადებთ იმ თამაშის წესებზე, რაც ამ კავშირის ფუნდამენტშია. ეს უკვე იწვევს კითხვებს, კითხვებს იმასთან დაკავშირებით რამდენად გულწრფელია ჩვენი ხელისუფლება ამ მისწრაფებებში, თუ ეს მხოლოდ გეოგრაფიული არჩევანია, რაც აბსურდია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი არ არის გეოგრაფია, ეს არის ფასეულობათა სისტემა.

„რაც მთავარია, ეს საკითხი ეჯაჭვება პირადად, ბიძინა ივანიშვილის კეთილდღეობის თემას. თუ ბიძინა კარგად არ იქნება, ჯანდაბას ევროკავშირი და ყველაფერი... ამას ამბობენ ადამიანები, რომლებსაც კეთილდღეობა და თავისუფლება ისედაც უკვე აქვთ და ფაქტობრივად, საკუთარი ინტერესების პრიზმაში უყურებენ ყველაფერს. არა ხალხის, ვისაც წესით უნდა ემსახურონ, არამედ საკუთარი კეთილდღეობის. კახა კალაძეს რა პრობლემა აქვს, არც თავისუფლების პრობლემა აქვს და არც კეთილდღეობის. შესაბამისად, შეუძლია აიღოს ბილეთი მილანში თუ ვერ გაფრინდა, დუბაიში გაფრინდება. ის გულწრფელია, როცა ასეთ კომენტარებს აკეთებს, ის არ ტყუის. ის ტყუის მხოლოდ იმაში, რომ ამოდის საკუთარი პირადი თვალთახედვიდან და არა რიგითი ქართველი მოქალაქის თვალთახედვიდან, რომელსაც აქვს პრობლემები და ამ პრობლემების გადაწყვეტა უნდა სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციის გზით.

ხელისუფლების სარგებელზე აქ არ არის საუბარი, მათ არ უნდათ თამაშის წესების შეცვა, იმიტომ, რომ ამ თამაშის წესებით თვითონ ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს. მათ მიაჩნიათ, რომ თუ თამაშის წესები შეიცვალა, მათ ძალაუფლებას, მათ კეთილდღეობას და მათ პირად კომფორტს საფრთხე შეექმნება. შესაბამისად, იბრძვიან ამისთვის. თავისის შესანარჩუნებლად იბრძვიან ამ ყოვლად წარმოუდგენელი მეთოდებით“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა