ზურაბ ჯაფარიძე - არ მჯერა, რომ რეზოლუციებს რაიმე წნეხის მოხდენა შეუძლია „ქართულ ოცნებაზე“, ამათ უკვე დიდი ხანია გადალახული აქვთ ეს ზღვარი

მე არ მჯერა, რომ ამ რეზოლუციებს რაიმე წნეხის მოხდენა შეუძლია "ქართულ ოცნებაზე". ამათ უკვე დიდი ხანია გადალახული აქვთ ეს ზღვარი, - ამის შესახებ პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოვიდა, ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ ევროპარლამენტი რამეს იტყვის, რასაც მმართველი პარტია გაიზიარებს.

"მნიშვნელოვანი ზღვარი იყო, როდესაც შარლ მიშელის მედიაციით შექმნილი დოკუმენტი გადაგვახიეს ყველას ერთად თავზე, მათ შორის, ევროკავშირსა და ამერიკასაც. მას მერე იმის ილუზია, რომ ევროპარლამენტი რეზოლუციას მიიღებს, ან ევროპარლამენტი რაღაცას იტყვის და ესენი ანგარიშს გაუწევენ, აღარ მაქვს. ამათ ფეხზე ჰკიდიათ დასავლეთისგან წამოსული კრიტიკა, რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს ეს ქვეყანა, არ აინტერესებთ. ამ ყველაფერს ყიდიან როგორც არა რუსეთსა და დასავლეთს შორის არჩევანს, არამედ ყიდიან როგორც არჩევანს მშვიდობასა და ომს შორის და აშტერებენ ხალხს. არ მჯერა, რომ ამას რამე გავლენა ექნება“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ უნდა დარჩეს და აღნიშნა, რომ ოპოზიცია პარლამენტში დარჩენით ხელს უწყობს ივანიშვილს დემოკრატიულობის ფასადის შესანარჩუნებლად.

„ჩემი პარლამენტში ყოფნის დამოკიდებულება ხომ გასაგებია. პირველი ვიყავი, როგორც კი მათ თქვეს, რომ გადიან მიშელის დოკუმენტიდან, მეორე დღეს დავწერე განცხადება და გამოვედი პარლამენტიდან. ჩემი დამოკიდებულება მაგასთან დაკავშირებით რაც იყო, იგივე არის და არ შეცვლილა. მე მგონია, რომ ეს პარლამენტი არის მასკარადი ზოგადად. კი, პარლამენტში ყოფნა ეხმარება, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს, რომ შეინარჩუნოს რაღაც დემოკრატიული ფასადი. ჩემი პოზიცია იყო და არის ეს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა