ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლანა ბოლქვაძე კრივში საქართველოს ჩემპიონია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ლანა ბოლქვაძე ახალგაზრდა მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონია.

ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ჩემპიონატი ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა და მასში 160 სპორტსმენი მონაწილეობდა.

„ლანა ბოლქვაძემ ფინალში ანი მარგიევი ნოკაუტით დაამარცხა და მეორედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ლანა ბოლქვაძეს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება