მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია წალენჯიხაშიც გაიმართა

„თავისუფლება მიშას“ - ამ მოწოდებით აქცია წალენჯიხაშიც გაიმართა. "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. მათი განცხადებით, ბრძოლას შედეგი აუცილებლად ექნება.

„ყველა ქალაქში, ყველა რაიონში იქნება აქცია. საბოლოოდ ეს პროტესტი თავს მოიყრის დედაქალაქში და წალეკავს „რუსულ ოცნებას“, „რუსულ მოღალატეობრივ ოცნებას", რომელზეც გუშინ კიდევ ერთი რეზოლუცია შექმნა ევროპარლამენტმა, სადაც შავით თეთრზე წერია ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფო ღალატის შესახებ, რომ ეს არის პრობლემა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, ასევე შავით თეთრზე წერია მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის, დევნის შესახებ, რომ ის სწრაფად უნდა გათავისუფლდეს. ამიტომ, ყველგან ვიბრძოლებთ. უნდა იცოდეს რუსმა კობახიძემ, რუსმა "ქართულმა ოცნებამ“, ყველგან შეექმნებათ პრობლემა, საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის გარუსებას. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის დერუსეთიზაციისთვის, დეოლიგარქიზაციისთვის", - განაცხადა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით