გურიაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალი ზონის სოფლებში გადაადგილება უჭირთ. ისინი ადგილობრივ მთავრობას მიმართავენ.
როგორც გურიის გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი აცხადებს, ყველა მიმართულებით მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.
მისივე განმარტებით, ცენტრალური გზის გაწმენდის შემდეგ, შიდა სასოფლო გზების ინტენსიური გაწმენდა დაიწყება.
„უხვმა ნალექმა სამივე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა და გზები იწმინდებოდა. ცენტრალური გზების გაწმენდის შემდეგ შიდა სასოფლო გზების გაწმენდა დაიწყება. ამ ეტაპზე ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი სამივე მუნიციპალიტეტს შეუფერხებლად მიეწოდება”, - განაცხადა ქეთევან მოისწრაფიშვილმა