საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებსაც გადავდგამთ

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნიკოს დენდიასის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში იმის ნიშანია, რომ ორივე ქვეყანას სურს გააღრმაოს ორმხრივი თანამშრომლობა ყველა სფეროში, რასაც ხელს მაღალი დონის ვიზიტები შეუწყობს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დენდიასი უახლოეს მომავალში თბილისში ვიზიტსაც გეგმავს.

„გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. დღეს, დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით, კიდევ ერთი აგური დავდეთ ჩვენი თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა დიპლომატების კავშირები და შემდგომში მათი ერთობლივი ძალისხმევა მხოლოდ სასიკეთო იქნება როგორც რეგიონისთვის, ისე მათი პროფესიული საქმიანობისთვის”, -განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი საერთაშორისო და აქტუალურ რეგიონულ საკითხებს, მათ შორის უსაფრთხოების გარემოს შეეხო.

მათივე ცნობით, მინისტრმა ხაზი გაუსვა გაერო-ს ქარტიის პრინციპების მიმართ ერთგულებას და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა.

„უპირობოდ ვთანხმდებით, რომ ძალადობა, საზღვრების შეცვლა, რისი მსხვერპლიც არის საქართველო, სრულიად მიუღებელია. განვიხილეთ საქართველოსა და ნატო-ს, ასევე საქართველოსა და ჩვენს საერთო ევროპული ოჯახის - ევროკავშირის - თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს კავკასიის რეგიონის მიმართ. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა და მომდევნო რამდენიმე წელი მას თქვენ უმასპინძლებთ საქართველოში”,- განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ნიკოს დენდიასის თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობებში დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია ითამაშეს საქართველოში მცხოვრებმა ბერძნებმა და ქართულმა დიასპორამ საბერძნეთში, რომლებიც ორ ქვეყანას ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ. როგორც ცნობილია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ორდღიანი ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება და უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრებს მართავს”, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა