კახა ოქრიაშვილი - რუსეთის აგენტურა „coming out“-ს აკეთებს საქართველოში

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონმა ივანიშვილმა „გამოაგორა“ კობახიძე და ავტობუსების ორმაგ ფასად შემსყიდველი კალაძე, რომლებმაც განაცხადეს, რომ ევროპა, ევროკავშირი, დასავლეთი და არაფერი არ უნდათ, თუ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი არ იქნება და თუ ვერ განაგრძობენ ამ ქვეყნის გაქურდვას, ანუ საქართველოს ბიუჯეტში ხალხის მიერ გადარიცხული გადასახადების ქურდობას.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 20 წელია, ყველა კვლევა ადასტურებს ქართველი ხალხის 80 %-ის მისწრაფებას ევროკავშირისა და დასავლური ღირებულებებისკენ. ამ სამწუხარო მოცემულობაში, ერთ რამ არის ძალიან კარგი - რუსეთის აგენტურა „coming out“-ს აკეთებს საქართველოში!

რუსეთის აგენტურა „ჩაირეცხება“ და საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული ძალები მოვლენ ხელისუფლებაში. პროცესი დაწყებულია - შედეგი გარდაუვალი!“ - აცხადებს ოქრიაშვილი.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა