კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და საგარეჯოს მერმა სასწრაფო დახმარების ის ექიმები დააჯილდოვეს, რომლებიც 20 იანვრის ტრაგედიის ღამეს მორიგეობდნენ

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა საგარეჯოში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები დააჯილდოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექიმებს ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცათ.

„გიორგი ალადაშვილი და ავთანდილ გულიკაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების იმ ექიმებს შეხვდნენ, რომლებიც მიმდინარე წლის 20 იანვარს, საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის ღამეს მორიგეობდნენ და მათ მაღალ დონეზე შესრულებული პროფესიული საქმისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

20 იანვრის ღამეს მორიგე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცათ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა