ილია დარჩიაშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთში არსებული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთში არსებული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და დიასპორული ინიციატივების პროექტებში გამარჯვებულ თანამემამულეებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს დღევანდელი შეხვედრისთვის და ინფორმაცია მიაწოდა როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ასევე ქვეყნის განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

სამინისტროს ცნობით, მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მთავრობისთვის დიასპორის განსაკუთრებული მნიშვნელობა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს დიასპორის გასაძლიერებლად და სამშობლოს განვითარებაში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა დიასპორის განსაკუთრებულ როლს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევასა და ასევე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში.

მინისტრმა ასევე მოისმინა დიასპორის წარმომადგენელთა საჭიროებები და უწყების მხრიდან, მათთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში, აღნიშნული თემების შეძლებისდაგვარად მოგვარების მზადყოფნა გამოთქვა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე