გიორგი სააკაშვილი - თუ გვინდა, საქართველოში სიკვდილით დასჯა აღდგეს, მაშინ  გვითხრან, კანონი შეცვალონ და მოკლან მიშა სააკაშვილი - კმარა! როდემდე უნდა გრძელდებოდეს შურისძიებაზე აგებული რიტორიკა?!

კმარა! როდემდე უნდა გრძელდებოდეს შურისძიებაზე აგებული რიტორიკა?! ადამიანი კვდება! საჭიროა გადარჩენა! თუ გვინდა, რომ საქართველოში სიკვდილით დასჯა აღდგეს, მაშინ გვითხრან პირდაპირ, კანონი შეცვალონ და მოკლან მიშა სააკაშვილი , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც გიორგი სააკაშვილი აღნიშნავს, ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციით დადასტურდა და ყველა აღირებს, რომ მისი ძმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირადი ტყვეა.

მისივე თქმით, „დროა, რაც შეიძლება მალე მოხდეს უფრო გაერთიანება, მმართველ პარტიაზე ევროპული ზეწოლა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გადარჩეს“.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 600 ევროპარლამენტარიდან 577-მა მოაწერა ხელი რეზოლუციას, რაც დასტურია, რომ ევროპა, როგორც არასდროს, არის გაერთიანებული მიშას საკითხის გარშემო და ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ერთადერთი გზა მიშა სააკაშვილის გადასარჩენად არის მისი საზღვარგარეთ, შესაბამის კლინიკაში გადაყვანა. როგორ შეიძლება საკითხი ლობირებული იყოს, როცა 577 ევროპარლამენტარი აწერს ხელს და მართლა დროა, რომ ერთხელ და სამუდამოდ მმართველი პარტია გონს მოეგოს და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღოს - მიშას მიეცეს საშუალება, წავიდეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს - გიორგი სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ კადრები დამონტაჟებული იყოს.

„ძალიან რთულია იმ მდგომარეობის ნახვა, რა მდგომარეობაშიც დღესდღეობით ჩემი ძმა იმყოფება. გუშინ დავინახეთ, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც მიშა სააკაშვილი ფაქტობრივად, სიმულანტად გამოიყვანეს და პალატაში დარბის. მე არ ვიცი ეს კადრები საიდან არის მოტანილი. ეს მთავრობა ყველაფერზეა წამსვლელი - იქ რას დააწერენ კუთხეში, რა თარიღით არის დათარიღებული“, - აღნიშნავს გიორგი სააკაშვილი.

გიორგი სააკაშვილმა ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლზეც მიხეილ სააკაშვილის საქმეში და აღნიშნა, რომ რთული სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.

გიორგი სააკაშვილის თქმით, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე ლეტალურად დამთავრდება, საქართველოში შესაძლოა, შეუქცევადი პროცესები დაიწყოს.

„რთული სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიღებს ქალბატონი სალომე, მაგრამ თუ მას უნდა, რომ საქართველოს ისტორიაში ღირსეულად შევიდეს, აქამდე უნდა მიეღო [შეწყალების გადაწყვეტილება].

ღმერთმა დაიფაროს, მიშა სააკაშვილის სიცოცხლე ლეტალური შედეგით დამთავრდეს. მერე ნახავთ როგორი შეუქცევადი პროცესები შეიძლება დაიწყოს. ვინაიდან, ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა შემთხვევა საქართველოს ისტორიაში ზვიად გამსახურდიას სახით, რომ პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში მოკვდა და კმარა შურისძიებაზე აგებული რიტორიკა“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა