ადგილობრივების ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სოფელში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა.

ადგილობრივების თქმით, ხულოს სოფლებში თოვლის საფარი ორ მეტრამდე აღწევს, რამაც ადგილობრივებს განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა.

“სოფელ ძირკვაძეებში, ორ მეტრამდე არის თოვლი. ცენტრთან დამაკავშირებელი გზა არ გვაქვს. მძიმე ტექნიკით გზას წმენდენ, მაგრამ საკმარისი არ არის. ინტენსიური თოვის გამო შეუძლებელია გადაადგილება. სასწრაფო დახმარება თუ დასჭირდა ვინმეს, პრაქტიკულად სახლამდე ვერ მოვა. ელექტროენერგია გვაქვს. მთავარი პრობლემა გზაა, ჩავიკეტეთ სახლებში”, - აცხადებენ სოფელში.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ ცენტრებთან და სოფლებთან დამაკავშირებელი გზა ინტენსიურად იწმინდება.

“ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში და ხელვაჩაურისა და ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეც-ტექნიკა აქტიურად ახორციელებს საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს.

ამ ეტაპზე გრძელდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან და სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა.

სამუშაოებში ჩართულია 80-მდე სპეც-ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

მუნიციპალიტეტებში, დიდთოვლობისა და უამინდობის გამო, საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით”, - აცხადებენ უწყებაში

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს