ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს გაბრიელა ჰაინრიხს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს გაბრიელა ჰაინრიხს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ანრი ოხანაშვილმა სტუმარს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პარლამენტის ინფორმაციითვე, გაბრიელა ჰაინრიხმა მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა და საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა დაადასტურა.

„სტუმარს გავუზიარეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში საკანონმდებლო რეფორმების და ზოგადად, ევროკავშირთან და ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით მიაღწია. მისი განწყობა არის პოზიტიური, მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. დაგვიდასტურა მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა და ის, რომ რჩება საქართველოს გულშემატკივრად,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა