SABA Reader-ში ხელოვნური ინტელექტით გახმოვანებული წიგნები დაემატა

ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ ინფორმაციით, საქართველოში პირველად, “საბამ” wavetech-თან თანამშრომლობით, ციფრულ ბიბლიოთეკაში ხელოვნური ინტელექტის მიერ გახმოვანებული წიგნები დაამატა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე „საბას“ ბიბლიოთეკაში ინოვაციური ტექნოლოგიით გახმოვანებული მკითხველებისთვის 20-მდე წიგნია ხელმისაწვდომი.

მათივე ცნობით, ამ წიგნებს შორის რამდენიმე უფასოა.

„ხმოვანი წიგნებით დაინტერესება გასული წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, რაც თანამედროვე ადამიანის გრაფიკისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით, ლოგიკურია. მკითხველის მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ wavetech-თან თანამშრომლობა, რომელსაც AI ტექნოლოგიით გახმოვანების სწრაფი და საუკეთესო შესაძლებლობები აქვს. ახალი ტექნოლოგიის ინტეგრაცია დაგვეხმარება ხმოვანი წიგნების მოყვარულ მომხმარებლებს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ და ჩვენი ბიბლიოთეკა სხვადასხვა ჟანრის წიგნებით შევავსოთ. ამჟამად აპლიკაციაში მხოლოდ 20-მდე წიგნი დავამატეთ სატესტო რეჟიმში და მკითხველების გამოხმაურებას ველოდებით,” - განაცხადა “საბას” დირექტორმა ირინა ჯავახაძემ.

wavetech-ის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სკალირებადი სისტემის შექმნა იყო, რადგან ადამიანური რესურსების სკალირება უზარმაზარ ფინანსურ და დროის რესურსებთანაა დაკავშირებული. ასეთი სერვისის არსებობის შემთხვევაში კი, მოთხოვნის ზრდის შესაბამისად, სკალირება მარტივი ტექნიკური პრობლემაა. რადგან „საბას“, როგორც ბაზარზე ყველაზე დიდ ელ. წიგნების პლატფორმას, ათასობით წიგნი აქვს, ადამიანური რესურსებით ამ ყოველივეს გახმოვანება რამდენიმე წელსა და უზარმაზარ ფინანსურ რესურსს მოითხოვდა. ჩვენი რეალისტური ხმოვანი აგენტებით „საბას“ 20-მდე წიგნის გახმოვანება სულ რაღაც 20 წუთში შევძელით. ეს მაშინ, როცა ადამიანური რესურსებით ამ ყოველივეს 4 თვეზე მეტი დაჭირდებოდა”, - განაცხადა wavetech-ის დირექტორმა სოფი ზამბახიძემ.

„AI-ით გახმოვანებული წიგნების გარდა, SABA Reader-ში ტრადიციული მეთოდით გახმოვანებული 1000-მდე ხმოვანი წიგნია. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ არაერთი ფუნქცია, მათ შორის, აკონტროლონ ჩანაწერის სიჩქარე, გააქტიურონ ავტომობილის რეჟიმი და სხვ.

„საბას“ ისტორია 2002 წელს, „თიბისისა“ და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

რაც შეეხება wavetech-ს, იგი Speech Processing კომპანიაა და მისი სერვისები ქართულ Text to Speech, Speech Recognition და Speaker Diarization პროდუქტებს მოიცავს. მათ სერვისებს უკვე 2 წელზე მეტია იყენებენ სხვადასხვა ადამიანური რესურსების ავტომატიზაციებისათვის, როგორიცაა: ხარისხის კონტროლი ქოლცენტრებში, ქოლცენტრების ავტომატიზაცია, პროფესიონალური გახმოვანება და ვოისოვერი, მედიამონიტორინგი და სხვა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა