დიდველის სასრიალო ტრასაზე პარალელურ გიგანტურ სლალომში პირველი ვარჯიში დაიწყო

დიდველის სასრიალო ტრასაზე პარალელურ გიგანტურ სლალომში პირველი ვარჯიში დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ბაკურიანიდან იტყობინება, პარალელურ გიგანტურ სლალომში 20 ქვეყნის 94 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, რომელთა შორისაა ქართველი სნოუბორდერი, რევაზ ნაზღაიძე.

ფინალი პარალელურ გიგანტურ სლალომში 19 თებერვალს გაიმართება.

ინფორმაციისთვის, პარალელური გიგანტური სლალომის დისციპლინაში სნოუბორდერები ერთმანეთის პარალელურად ეშვებიან ფერდობზე, რომელიც ორად, იდენტურად არის გაყოფილი. გამარჯვებულია ის სპორტსმენი, რომელიც ფინიშის ხაზს პირველი გადაკვეთს.

დისციპლინაში შეჯიბრება გაიმართება დიდველზე.

შეგახსენებთ, რომ 5 მარტამდე, ბაკურიანი ფრისტაილის სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. მთავარი ლოკაციები დიდველისა და კოხტას მთებია. სწორედ აქ შეიკრიბება ასობით ათლეტი 42 ქვეყნიდან, 7 სახეობაში საასპარეზოდ, მათ შორის იასპარეზებენ ქართველი ათლეტები სქი ქროსის და ფრისტაილის კატეგორიაში. მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა