საბერძნეთის პრეზიდენტი - საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან შეხვედრის საშუალება მაქვს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ საბერძნეთის პრეზიდენტმა კატერინა საკელაროპულუმ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საბერძნეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირებსა და მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს.

ამასთან, უწყების ცნობით, აღინიშნა, რომ საბერძნეთი ყურადღებით აკვირდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

შეხვედრის ფარგლებში,საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივ ურთიერთობებს.

„ვაფასებთ,რომ ჩვენს ხალხებს შორის არის ძალიან თბილი ურთიერთობები. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა, რათა კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ხალხი ერთმანეთს და ჩვენი ქვეყნების კულტურა კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ. დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით უახლოეს პერიოდში საინტერესო და კონკრეტული ნაბიჯები გვექნება“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა კატერინა საკელაროპულუს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის. აღსანიშნავია, რომ 15-16 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საბერძნეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრები გამართა საბერძნეთის პრეზიდენტთან, კატერინა საკელაროპულუსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს დენდიასთან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა