„მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორი - ბაკურიანში ყველა ტრასა მზადყოფნაშია, ეს ყველანაირ წინაპირობას გვაძლევს ვარჯიში იდეალურად ჩატარდეს

ყველა ტრასა მზადყოფნაშია, ეს ყველანაირ წინაპირობას გვაძლევს, რომ იდეალურად ჩატარდეს ვარჯიში, - ამის შესახებ „მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან განმარტა, გუშინდელ დღეს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან კარგი შეფასება მოჰყვა.

„დღეს ვარჯიშების მეორე დღეა, ჩვენ ახლა ვიმყოფებით დიდველის არეალში. ყველა ტრასა მზადყოფნაშია, ეს ყველანაირ წინაპირობას გვაძლევს, რომ პოზიტიურად ჩატარდეს ვარჯიში. ასევე, გუშინდელმა დღემ ძალიან კარგად ჩაიარა. კარგი შეფასება მოჰყვა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან. ყველანაირი წინაპირობაა კარგი სტარტისთვის. 18 თებერვალს გვექნება ოფიციალური გახსნის ნაწილი, 25-იანების არეალში, 19-ში კი ფინალი გაიმართება", - აღნიშნა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 მარტამდე, ბაკურიანი ფრისტაილის სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. მთავარი ლოკაციები დიდველისა და კოხტას მთებია, სწორედ აქ შეიკრიბება ასობით ათლეტი 42 ქვეყნიდან, 7 სახეობაში საასპარეზოდ. მათ შორის იასპარეზებენ ქართველი ათლეტები სქი ქროსის და ფრისტაილის კატეგორიაში.

მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა