იყიდო შენთვის თუ აჩუქო სხვას, საკითხავი ეს არის - AirPods 2nd gen-ის და AirPods 3rd gen-ის მომოხილვა

ყურსასმენები Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი აქსესუარია, განსაკუთრებით სადღესასწაულო სეზონზე, თუმცა მის შესაძენად სადღესასწაულო თარიღების დამთხვევა სულაც არაა საჭირო. მაღალი მოთხოვნის გამო, Apple-ი სერიების ყოველწლიურად განახლებას არ ცდილობს. თითოეულ მოდელს თავისი მოყვარული მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ ამ სტატიაში განვიხილავთ AirPods 2nd gen-ის და AirPods 3rd gen-ის ფუნქციებს, უპირატესობებსა და საუკეთესო მახასიათებლებს, თქვენ კი შეარჩიეთ სასურველი მოდელი პირადი მოხმარებისთვის ან საჩუქრად,

პირველი, რასაც ნებისმიერი ყურსასმენისგან ველით, მაღალი ხარისხის ხმაა. ორივე მოდელს შესანიშნავი დინამიკი აქვს, ხოლო H1 ჩიპის „შიგთავსი“ საშუალებას გაძლევთ შექმნათ დაბალი და მაღალი სიხშირეების ბალანსი. ჟღერადობას უზრუნველყოფს დინამიკი, რომელიც - მკვეთრი და სავსეა და აქვს ღრმა ბასი. ყურსასმენები ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთების საშუალებას გაძლევთ: კომფორტულად თავსდება ყურში და იდეალურია ყოველდღიური სატელეფონო ზარებისთვის, თქვენი საყვარელი მუსიკის მოსასმენად და ხმოვანი შეტყობინებების ჩასაწერად. მაგრამ მაინც, მე-2 და მე-3 თაობებს მნიშვნელოვანი ფუნქციონალური განსხვავებები აქვთ.

AirPods 2nd gen-ის მიმოხილვა

ხმის შესანიშნავი გადაცემა, კომფორტული ერგონომიული ფორმა და ხელმისაწვდომი ფასი ამ ყურსასმენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობადს ხდის. მათ ყველა ძირითადი ფუნქცია აქვთ, რომელიც კომფორტული გამოყენებისთვის არის საჭირო.

AirPods 2nd gen - ეს არის 5 საათიანი უწყვეტი მუსიკის მოსმენა და 3 საათანი საუბრის დრო. მნიშვნელოვანია, რომ დამტენი ქეისი ყურსასმენების გამოყენების დროს 20 საათამდე ახანგრძლივებს. იმისთვის, რომ ყურსასმენებმა კიდევ 3 საათი გააგრძელოს მუშაობა, მხოლოდ 15 წუთი დატენვაა საკმარისი. კორპუსს აქვს LED ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს ყურსასმენის ბატარეის მოდგომარეობას, ასევე Lightning კონექტორი და უსადენო დატენვის შესაძლებლობა.

კიდევ ერთი მთავარი ფუნქციაა AirPods-ის პოვნა „ლოკატორი“-ს საშუალებით. რაც უფრო კომფორტულს ხდის მის გამოყენებას, მოგეხსენებათ, ყურსასმენების მცირე ზომის გამო, ისინი შეიძლება ადვილად დაკარგოთ ჩანთაში ან მაგიდაზე.

AirPods 2nd gen სწრაფად უერთდება Apple-ის ნებისმიერ მოწყობილობას: ყურსასმენებთან დაწყვილების შესაძლებლობის შესახებ შეტყობინება, დამტენი ქეისის გახსნისთანავე ეკრანზე გამოჩნდება. თუ Android-ი გაქვთ, Bluetooth 5-ის წყალობით, დაწყვილება ისეთივე სწრაფია როგორც Apple-ზე. ასევე, შეგიძლიათ ერთდროულად დააკავშიროთ ორი წყვილი AirPods-ი და მეგობართან ერთად უყუროთ ფილმებს, ითამაშოთ თამაშები ან ისიამოვნოთ მუსიკით. ესეც იდეა, თქვენს მეორე ნახევართან ერთად რომანტიული დასვენებისთვის.

ყურსასმენებს აქვს Siri-ს ხმოვანი მხარდაჭერა - შეგიძლიათ ტელეფონის ჯიბიდან ამოღების გარეშე მოითხოვოთ ზარებზე პასუხის გაცემა, სიმღერების შეცვლა და მარშრუტის მიმართულებების მიღებაც კი. ფუნქცია მშვენივრად მუშაობს ხმაურიან გარემოშიც. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ხმოვანი ასისტენტის ზარი ყურსასმენის ზედაპირზე ორჯერ დაწკაპუნებით დააყენოთ. დაწკაპუნებების დაპროგრამება შესაძლებელია მუსიკალური ტრეკის ჩართვის, სხვა მელოდიაზე გადართვის ან პაუზისთვის.

AirPods 3rd gen-ის მიმოხილვა

AirPods 3rd gen-მა ბევრი ახალი ტექნიკური ფუნქციით გამოირჩევა და უკვე მოიგო Apple-ის გაჯეტების თაყვანისმცემლების გული.

ყურსასმენები მზადაა მუსიკის უწყვეტად დასაკრავად 6 საათის განმავლობაში, ხოლო ქეისში დამუხტვის შემდეგ, მთლიანი მუშაობის დრო 30 საათამდე იზრდება. ამავდროულად, ტრადიციულად არსებობს სწრაფი დატენვა - 5 წუთი, ყურსასმენის მუშაობის დროს 1 საათამდე ახანგრძლივებს. თავად ქეისი იტენება უსადენო დატენვის ან MagSafe აქსესუარების საშუალებით.

ამ მოდელში Apple-მა ყურადღება მიაქცია სივრცულ ხმას და Dolby Atmos-ს. რაც ნიშნავს, რომ ფილმის ან ვიდეოს ყურებისას ირგვლივ იქმნება კინემატოგრაფიული ხმის განცდა, რომელიც რეაგირებს თავის მოძრაობებზე. მნიშვნელოვანი ფუნქციაა ადაპტური ექვალაიზერი, რომელიც არეგულირებს მუსიკის ხმას.

ყურსასმენების მართვა შეგიძლიათ ყურსასმენის ფეხებზე დაჭერით - რაც უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ხელის გასმა, რადგან დაცული ხართ ხელის შემთხვევითი დაჭერისგან. შეგიძლიათ დააპაუზოთ და ჩართოთ მუსიკა, უპასუხოთ სატელეფონო ზარებს, გამოტოვოთ სიმღერები და ეკონტაქტოთ Siri-ს.

მე-3 თაობის AirPods-ი წყალგამძლეა. ნუ მიიღებთ შხაპს ყურსასმენით, თუმცა ნურც წვიმის და ოფლის შეგეშინდებათ.

ყურსასმენების მოძებნა შესაძლებელია "ლოკატორის" საშუალებით - ზუსტი ადგილმდებარეობა შეგიძლიათ ნახოთ აპლიკაციაში არსებულ რუკაზე.

ვის ვაჩუქოთ?

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება გაჯეტებისგან სისწრაფესა და კომფორტს მოითხოვს, რის გამოც უკაბელო ყურსასმენები დიდ სიხარულს იწვევს და ყველა დღესასწაულისთვის ყველაზე სასურველ საჩუქრად იქცევა. მართლაც, განსაცვიფრებელი დიზაინი და მაღალი ხარისხის ხმა არის ის მინიმალური ფუნქცია, რასაც Apple-ის აქსესუარები გვთავაზობს.

თუ ადამიანი არ მისდევს მოწინავე ტექნოლოგიებს და სურს მიიღოს ხარისხიანი ჟღერადობა, მაშინ AirPods 2nd gen-ი იდეალური ვარიანტია. ხოლო თუ მაქსიმალური ავტონომია და უახლესი ფუნქციები თქვენთვის პირველ ადგილზეა, უმჯობესია აირჩიოთ AirPods 3rd gen-ი.

უსადენო ყურსასმენების შეძენა თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის, შეგიძლიათ Apple-ის ავტორიზებულ რესელერებთან: iSpace, iTechnics, Kontakt Home, iStore, Alta, Elit Electronics, iPlus.

მხოლოდ 12 მარტამდე, AirPods 2nd gen და AirPods 3rd gen-ის შეძენა შესაძლებელია სპეციალურ ფასად 100 ლარამდე ფასდაკლებით!

(R)

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024