დიდთოვლობის გამო, ჩოხატაურში შიდა სასოფლო გზები პარალიზებულია

გურიაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივები აცხადებენ, რომ თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს, რის გამოც შიდა სასოფლო გზები პარალიზებულია. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს.

როგორც ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თოვლის საფარისგან ცენტრალური და სოფლებთან მისასვლელი გზები ინტენსიურად იწმინდება.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექია, მობილიზებული არიან ჩვენი თანამშრომლები და ყველა მიმართულებით იწმინდება გზები. ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი ყველა მუნიციპალიტეტს უწყვეტად მიეწოდება. რაც შეეხება შიდა საუბნო გზებს, მალე დავიწყებთ გაწმენდას, რადგან ჯერჯერობით ცენტრალური და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები იწმინდება. 12 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს“, - განაცხადა მერმა.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო