ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარი სამ მეტრს აჭარბებს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარი სამ მეტრს აჭარბებს. მოსახლეობის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა სოფლების მიმართულებით ჩაკეტილია. მათი თქმით, კურორტ გოდერძის მიმართულებით განსაკუთრებული პრობლემებია, უხვი ნალექის გამო გადაადგილება აკრძალულია.

შუახევის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ თოვლმა ელექტროსადენები დააზიანა, რის გამოც რამდენიმე სოფელში დენის მიწოდება შეწყვეტილია.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

„დიდთოვლობის გამო აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. რამდენიმე დღეა ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში აქტიურად გრძელდება გზების გაწმენდითი სამუშაოები.

სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ყველა სპეცტექნიკა.

პირველ რიგში იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები.

მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობისა და უამინდობის გამო საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით“, - განაცხადეს უწყებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა