ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობა დასრულებულია

ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობა დასრულებულია, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ, 18:00 საათზე იქნება მსოფლიო ჩემპიონატის გახნა, მოგვიანებით კი სოფელში გასართობი ღონისძიებები დაიწყება.

„მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობა დასრულებულია. მეწარმეები უკვე ავსებენ დახლებს. ხვალ, 18:00 საათზე იქნება მსოფლიო ჩემპიონატის გახნა. ოდნავ მოგვიანებით კი აქ დაიწყება გასართობი ღონისძიებები. როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის იქნება გასართობი ზონები გამოყოფილი. ასევე, საშუალება გექნებათ დააგემოვნოთ ქართველი მეწარმეების პროდუქცია, ცხელი სასმელი მიირთვათ და გაერთოთ, იქნება მუსიკაც და ყველას ველოდები. გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართული ფოლკლორი, ისე თანამედროვე მუსიკა“, - აღნიშნავს მაია ომიაძე.

შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის სოფელი ხვალ საზეიმოდ გაიხსნება. საზოგადოების წინაშე წარსდგება ანსამბლი „სუხიშვილები“, ამასთან, ჩემპიონატს გახსნის სპეციალური სტუმარი ბექა გოჩიაშვილი.

დეტალური პროგრამა კი ასე გამოიყურება:

18:00 - გახსნა - ეკრანი - ჩემპიონატის ვიდეო-ქუდი (1-2 წთ.)

18:02 - „მოძრაობის თეატრი“ (3 წთ.)

18:05 - წამყვანები - მისასალმებელი ტექსტი - (2 წთ.)

18:07 - საქართველოს მუსიკალური მისალმება - “მრავალჟამიერი”

ანსამბლი “ბასიანი” (3-წთ.)

18:10 - წამყვანები - დროშების შემოსვლის ცერემონიალი - (10 წთ.)

18:20 - ოფიციალური გამოსვლები (10 წთ.)

18:35 - დროშის აწევის ცერემონიალი - ( 1,39 წთ.)

(მუსიკა: საქართველოს ჰიმნი, ასრულებს ანსამბლი “მართვე”)

18:37 - წამყვანების ტექსტი (1 წთ.)

18:38 - ანსამბლი „სუხიშვილები“ ცეკვა “ჯუთა”(5 წთ.)

18:43 - წამყვანები (1 წთ.)

18:44 - ჩემპიონატის გახსნის სპეციალური სტუმარი - ბექა

გოჩიაშვილი. (10 წთ.)

18:54 - წამყვანი - დათუნა ალადაშვილი

18:54 - ელენე კალანდაძისა და ბენდის - სეტი (30 წთ.)

19:24 - DJ მიშო ურუშაძე და MC - ელექტრორნული მუსიკის კონცერტი

(60წთ.)

20:24 - დასასრული

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში