იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა დაახლოებით, ორ მეტრს მოაღწია.

შეფერხებაა გზებზე, ასევე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 20000 აბონენტი.

იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, გაიწმინდა 128 გზა და სამუშაოები გრძელდება.

„გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. გაიწმინდა 128 ლოკაცია და 115-ზე მიმდინარეობს გაწმენდა. ამ დროისთვის ასი სოფლის ცენტრალური გზაა გასაწმენდი. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი იყო 50 000 აბონენტი, დღეს მათი რაოდენობა 20 000 მდე შემცირდა. ცენტრალურ მაგისტრალზე ამ დროისთვის პრობლემები არაა”, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა