შალვა პაპუაშვილი - მოქალაქეები ხედავენ, რომ რადიკალური ჯგუფების დღის წესრიგი  სიყალბეზე და ქვეყნის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზეა აწყობილი, სწორედ ამიტომ მოსახლეობა მათ უარს ეუბნება

ჩვენმა მოქალაქეებმა იმ ტალღას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა დაანონსებული პასუხი გასცეს და მათ დესტრუქციულ, თუ რადიკალურ ცვლილებებზე უარი უთხრეს. ამიტომ ნებისმიერ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია გამოხატოს საკუთარი მოსაზრება და ჩაატაროს აქციები, მაგრამ მთავარია შევხედოთ საქართველოს მოქალაქეების პასუხი რა არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

პაპუაშვილის შეფასებით, რადიკალური ჯგუფების დღის წესრიგი აწყობილია სიყალბეზე და აწყობილია საქართველოს მიმართ უარყოფილი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე.

„სხვის აქციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება და შეუძლიათ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ჩაატარონ აქცია, იქნება ეს ვირტუალური, თუ ფიზიკური აქცია, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. აქ მთავარია ერთადერთი რამ, რომ როგორია ამაზე საქართველოს მოქალაქეების რეაქცია. ჩვენ ვხედავთ, რომ მოქალაქეებმა იმ ტალღას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა დაანონსებული პასუხი გასცეს და მათ დესტრუქციულ, თუ რადიკალურ ცვლილებებზე უარი უთხრეს. ამიტომ ნებისმიერ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია გამოხატოს საკუთარი მოსაზრება და ჩაატაროს აქციები, მაგრამ მთავარია შევხედოთ საქართველოს მოქალაქეების პასუხი რა არის ამასთან დაკავშირებით. ჩვენი მოქალაქეები ერთ რამეს ხედავენ, რომ რადიკალური ჯგუფების დღის წესრიგი აწყობილია სიყალბეზე და აწყობილია საქართველოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე. სწორედ ამიტომ ჩვენი მოსახლეობა უარს ეუბნება მათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები