შალვა პაპუაშვილი ბჟანიას მოსკოვში ვიზიტზე - სწორედ ეს არის ოკუპაციის სრული სისასტიკე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი თავისუფლად მოქმედებს

ეს კონტაქტები არ არის პირველი, როდესაც რუსეთთან არის ასეთი ურთიერთობები. ეს არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია საერთო ჯამში, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტს და იმას შეეხებოდა, თუ რა იქნება ამაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი.

როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, სწორედ ეს არის ოკუპაციის სრული სისასტიკე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი თავისუფლად მოქმედებს.

„ეს მოვლენები რომ ხდება, ეს არის ოკუპაციის მთელი სისასტიკე, რომ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთი თავისუფლად მოქმედებს, აქვს შეხვედრები და ა.შ. ერთადერთი პასუხი ამაზე არის არაღიარების მტკიცე პოლიტიკა, რომ ეს დარჩეს მხოლოდ რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე მისი საქმიანობის საკითხად. არაღიარების პოლიტიკა უნდა იყოს ძლიერი. მეორე, უნდა გაგრძელდეს წნეხი რუსეთზე იმისთვის, რომ დასრულდეს ოკუპაცია და მესამე, ეს არის სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენი თანამოქალაქეები თავადვე უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო სახელმწიფოს ტერიტორიისა და მისი მთლიანობის აღდგენა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტი“, ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება. ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, „სამუშაო ვიზიტის“ ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრებს გამართავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა