ანა დოლიძე - ავტოსაგზაო შემთხვევების საშინელ სტატისტიკაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

მისივე შეფასებით, სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით გვაქვს ნულოვანი ქმედება და ნულოვანი პასუხისმგებლობა.

„რამდენი ხანია, ვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებას ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით. კამპანია „იარე ფრთხილად“ ფარგლებში აუცილებლად გვჭირდება სახელმწიფოს გააქტიურება, რათა შემცირდეს საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით გვაქვს ნულოვანი ქმედება და ნულოვანი პასუხისმგებლობა. ამ ინერტულობასა და არაკომპეტენტურობას ეწირება ასეულობით ადამიანი ყოველ წელს. ოჯახური ტრაგედია დატრიალდა კახეთში, სწორედ იმის გამო, რომ სახელმწიფო არავითარ ნაბიჯებს არ დგამს საგზაო მოძრაობის დასარეგულირებლად. კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს პარლამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება