ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ასპარეზობის მონაწილეების, დამსწრეებისა და კურორტის სტუმრებისთვის სოფელი და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ასპარეზობის მონაწილეების, დამსწრეებისა და კურორტის სტუმრებისთვის სოფელი და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო.

ბოლო მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„მსოფლიო ჩემპიონატის სოფლის მოწყობა დასრულდა, მეწარმეები უკვე დახლებს შლიან და ჯიხურები ნელ-ნელა ივსება. სცენაც დასრულებულია, ხვალ, 6 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაა, ოდნავ მოგვიანებით აქ სტუმრებს გასართობ პროგრამას შევთავაზებთ. ვეპატიჟებით ყველა მსურველს ასაკის მიუხედავად. ბავშვებისთვის ცალკე გასართობი ზონა იქნება მოწყობილი. აქ საშუალება გექნებათ ქართველი მეწარმეების პროდუქტები დააგემოვნოთ და მოუსმინოთ მუსიკას“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

მეწარმეებთან ერთად ჩემპიონატისთვის სპეციალურად მოწყობილ ბაზარში „გემოფესტის“ მონაწილეებიც არიან წარმოდგენილები.

„ძალიან მნიშვნელოვანია აქ მონაწილეობა, ჩვენ უკვე „გემოფესტელები“ ვართ და რაჭიდან პირველი „გემოფესტიდან“ ვმონაწილეობთ. გავიარეთ ტრენინგები და ვისწავლეთ როგორ მივიღოთ მონაწილეობა ფესტივალებში. ბაკურიანში სტუმრებს რაჭულ კერძებს ვთავაზობთ. ეს არის ძველი კერძები, რომელიც გავათანამედროვეთ“, - აცხადებს მეწარმე გიორგი ჯაფარიძე.

ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების კომპანიის ორგანიზებით ჩემპიონატის სოფელი მოეწყო, სადაც საკონცერტო სცენა, სამეწარმეო დარბაზი, კვებისა და ბაზრის ზონა, საბავშვო გასართობი ზონა მოეწყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა