პრეზიდენტი - ყველა მიმართულებით გვჭირდება პროფესიონალი ქალები, მაგრამ უფრო მეტად სწორედ ენერგეტიკაში, რადგან ეს სპეციალობები ნელ-ნელ დავკარგეთ

ჩვენ ყველა მიმართულებით გვჭირდება პროფესიონალი ქალები, მაგრამ უფრო მეტად სწორედ ამ დარგში, ენერგეტიკაში, გვჭირდება, რადგანაც ეს სპეციალობები ნელ-ნელა დავკარგეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში კონფერენციის „ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“ გახსნისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა“ და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ორგანიზებული კონფერენციის სტუმრებს სიტყვით მიმართა.

„ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია გიმასპინძლოთ აქ, ორბელიანების სასახლეში, თქვენ, ქალ სპეციალისტებს, ექსპერტებს, პროფესიონალებს, სტუდენტებს. ენერგეტიკა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მომავლის დარგია და ქალთა ძალიან აქტიური ჩართულობა, ამ მომავლის დარგში, ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ყველა მიმართულებით გვჭირდება პროფესიონალი ქალები, მაგრამ უფრო მეტად სწორედ ამ დარგში გვჭირდება, რადგანაც ეს სპეციალობები ნელ-ნელა დავკარგეთ, იწყება ისეთი პერიოდი და ისეთი ეპოქა, როცა უფრო მეტი პროფესიონალიზმი იქნება საჭირო, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონისათვის, ამას ხაზგასმა არც სჭირდება რამდენად მნიშვნელოვანია დღეს და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისთვის, ჩვენი ევროპასთან კავშირების იმ გზაზე, რომელზეც ვდგავართ და საითკენაც მივდივართ. გვჭირდება ძალიან ბევრი ქალი, ძალიან ბევრი წარმატებული ქალი და ყველა მიმართულებით ნამდვილი პროფესიონალები. აქვე მინდა ორბელიანების სასახლის დანიშნულებასაც გავუსვა ხაზი. სწორედ აქ უნდა გაიმართოს ასეთი შეხვედრები და ეს ადგილი უნდა იყოს იმისთვის, რომ ერთად გაიაზროთ როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი და ამ ჩვენს მომავალში თქვენი ჩართულობა. მინდა გისურვოთ წარმატებული დღე და გისურვოთ წარმატებული მომავალი!“- განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენცია მიზნად ისახავს ენერგეტიკის დარგში ქალთა ჩართულობის საკითხის აქტუალიზებას, მომავალი სპეციალისტი ქალებისთვის დარგში არსებული ტენდენციების, სიახლეებისა და შესაძლებლობების გაცნობას, ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით ენერგეტიკის დარგში მომუშავე, გადაწყვეტილების მიმღებ მამაკაცებში ცნობიერების ამაღლებას.

ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო: პრეზიდენტის ფიგურა ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება საქართველოს ევროპულ არჩევანსა და ევროპულ ღირებულებებს, მათ შორის გენდერულ თანასწორობასა და თანაბარ შესაძლებლობებს. საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც აქტიურად და თანმიმდევრულად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ არჩევანს და ასევე, არის განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდამჭერი, შეუძლია ხელი შეუწყოს ამ თემის აქტუალიზაციას საზოგადოებაში და ესოდენ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინოს ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც ენერგეტიკის დარგში პირველ ნაბიჯებს დგამენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა