შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილსა და ევროპულ მომავალს შორის კავშირი ცრუ დილემაა, ასეთი არჩევანი არ არსებობს - როცა სისხლის სამართლის დამნაშავეს აძლევ ლეგიტიმაციას სალონური შეხვედრებით, ეს ევროპული ქცევა არ არის

სააკაშვილსა და ევროპულ მომავალს შორის კავშირი ცრუ დილემაა, ასეთი არჩევანი არ არსებობს, ესაა პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, რომლის მიზანია სახელმწიფო და ქართველი ხალხი ცრუ არჩევანის წინაშე დააყენოს, თითქოს მხოლოდ ორი გზაა, როგორც ეს ხდება ზღაპრებში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა სააკაშვილი წაახალისეს, როცა მას ხელს ართმევდნენ და ხვდებოდნენ, პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ მათი ეს ქცევა ევროპული არაა და კანონის უზენაესობის საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

„საჯაროდაც ამბობს რამდენიმე ევროპარლამენტარი და ცდილობს სააკაშვილის თავისუფლება დაუკავშირონ საქართველოს ევროპულ მომავალს, ეს არის ცრუ დილემების შექმნა, რომ თითქოს სააკაშვილსა და ევროპულ მომავალს შორის კავშირები არსებობს, ასეთი არჩევანი არ არსებობს. ეს არის ცრუ დილემა, რომელიც არის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ დააყენოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი ცრუ არჩევანის წინაშე, რომ თითქოს არის მხოლოდ ორი გზა, რომ ერთ გზაზე წახვალ დაიღუპები, მეორე გზაზე წახვალ გადარჩები, როგორც ეს ზღაპრებშია. ეს არის ცრუ დილემა, რომელიც მხოლოდ ზღაპრებში გვხვდება, სწორედ ეს არის მთელი ცინიზმი ასეთი დილემებისა, რომ მისი მიზანი არაკეთილსინდისიერია და ეს მიზანია მიხეილ სააკაშვილის დახსნა საპატიმროდან.

მიხეილ სააკაშვილს ეს სასჯელი 2018 წელს მიესაჯა და ამის შემდეგ ის რამდენიმე წლის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, ზოგიერთ ევროპარლამენტართან ჰქონდა შეხვედრები და როგორც უკრაინის თანამდებობის პირს და მოქალაქეს ესაუბრებოდნენ საქართველოზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ამით მისი ქცევა, რა თქმა უნდა, წახალისდა, დამნაშავეს ართმევდნენ ხელს და იმით რომ ხელს ართმევდნენ, მიხეილ სააკაშვილი თავს დაჯერებულად თვლიდა, რომ შეეძლო შემოპარულიყო საქართველოში და აერია სიტუაცია. ეს მითქვამს კიდევ ხშირად საჯაროდ და პირისპირ ყველასთვის, რომ როცა სისხლის სამართლის დამნაშავეს აძლევ ლეგიტიმაციას სალონური შეხვედრებით, კონფერენციებზე, სემინარებზე მიწვევით, ეს არ არის ევროპული ქცევა, რადგან კანონის უზენაესობის წინააღმდეგ არის მიმართული”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რამდენად აკეთებენ ევროპარლამენტარებთან პირად შეხვედრებზე ისეთივე ხისტ განცხადებებს, როგორითაც მედიასთან გამოირჩევიან, პაპუაშვილის თქმით, ისინი ყოველთვის ესაუბრებიან პარტნიორებს იმ საკითხებზე, რაც მათთვის მიუღებელი და აღმაშფოთებელია.

„მათ შორის, ივნისის რეზოლუციასთან დაკავშირებით გვქონდა, რა თქმა უნდა, საუბარი როცა იყო შემდეგ დელეგაცია და ისედაც გვქონდა ამაზე კომუნიკაცია ჩვენი აღშფოთება იმაზე, რომ ჩაიწერა ოლიგარქიის საკითხი და ფორმულირება, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება თავის პოლიტიკას განსაზღვრავს იმის გამო, რომ კრემლთან კავშირები არსებობს, ეს იყო აღმაშფოთებელი დეზინფორმაცია და ამაზე გვქონდა საუბარი კოლეგებთან, ზოგიერთი კოლეგისგან მოვისმინე, რომ არც კი იცნობდნენ რეზოლუციას და ისე დაუჭირეს მხარი, ეს სამწუხაროა და როგორც ჩანს, ხდება ევროპარლამენტში”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
„საქკაბელმა“ ენერგეტიკულ გამოფენაზე ახალი პროდუქცია წარადგინა
მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიაზე PSP-მ 3 ჯილდო მიიღო
GM PHARMA-ს მორიგი აღიარება და საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი