პროექტის „500 ქალი ტექში“ ბენეფიციარებისთვის ​მასშტაბური დასაქმების ფორუმი ჩატარდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მასშტაბური პროექტის „500 ქალი ტექში“ მეორე ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში გაიმართა დასაქმების ფორუმი, რომელში მონაწილეობაც ადგილობრივმა და საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მიიღეს. მათ პროექტის მეორე ნაკადის მონაწილე ქალებს შესთავაზებს ვაკანსიები, რომლებიც კარიერული განვითარების ფართო შესაძლებლობებს იძლევა და საკმაოდ მაღალანაზღაურებადია.

მასშტაბური დასაქმების ფორუმის ფარგლებში სტანდარტული გასაუბრების ნაცვლად ბენეფიციარების showcase - Pitch Yourself გაიმართა. აღნიშნულმა ბენეფიციარებს საშუალება მისცა საკუთარი ცოდნა და უნარები დამსაქმებლების წინაშე სრულყოფილად წარედგინათ.

პროექტის ფარგლებში, მეორე ნაკადის მონაწილეებმა ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის ინტენსიური კურსები, კარიერული ბუთქემფი და მეწარმეობის შესახებ სემინარები გაიარეს, პრაქტიკული დავალებები შეასრულეს და ინიდივიდუალურ მენტორინგში მონაწილეობა მიიღეს. მიღებული ცოდნა მათ წარმატებით დასაქმებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ბენეფიციარების 40%-ზე მეტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ.

დასაქმების ფორუმში ასევე მონაწილეობა მიიღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სხვა ორი პროექტის მონაწილეებმაც. მათ შორის იყო ის 30 ბენეფიციარი ქალი, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით BTU-ს მიერ აგრიტექის მიმართულებით გადამზადდნენ. გასულ წელს უნივერსიტეტმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ციფრული პროდუქტის ტესტირების მიმართულებით დამატებით 40 ქალი გადაამზადა. დასაქმების ფორუმში მათაც მიიღეს მონაწილეობა.

პროექტი „500 ქალი ტექში“, რომლის ფარგლებშიც დასაქმების ფორუმი ჩატარდა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ტექნოლოგიებში ქალთა როლის გასაძლიერებლად იმართება. იგი BTU-ს მიერ, 40-მდე კომპანიის ჩართულობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. თავდაპირველად პროექტი 500 ბენეფიციარის გადამზადებას ისახავდა მიზნად, თუმცა უპრეცედენტო დაინტერესების გამო გაიზარდა მონაწილეთა რაოდენობა და სხვადასხვა პარტნიორის მხარდაჭერით ჯამში 994 ბენეფიციარი გაივლის გადამზადებას.

ამჟამად პროექტის მესამე ნაკადის გადამზადება მიმდინარეობს. პროექტი ოფიციალურად 2023 წლის მაისში დასრულდება.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა