ბრიტანეთში ბერლინის საელჩოს თანამშრომელს, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის, 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბრიტანელ მამაკაცს, რომელმაც გაერთიანებული სამეფოში ბერლინის საელჩოში დაცვის თანამშრომლად მუშაობის პერიოდში რუსეთს სენსიტიური ინფორმაცია გადასცა, 13 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

დევიდ ბალანტინ სმიტმა მანამდე აღიარა, რომ ინფორმაცია ბერლინში რუსეთის სამხედრო ატაშეს, გენერალ-მაიორ სერგეი ჩუხროვს გადასცა.

ლონდონის სასამართლოს მოსამართლემ განაცხადა, რომ ბრალდებები, რისთვისაც სმიტს პატიმრობა მიუსაჯეს, 2020-2021 წლამდე ჩადენილს უკავშირდება, მაგრამ მისი დივერსიული საქმიანობა ორი წლით ადრე დაიწყო.

დევიდ ბალანტინ სმიტი ბრიტანეთისა და გერმანიის ხელისუფლებებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს. მოგვიანებით მისი გაერთიანებულ სამეფოში ექსტრადირება განხორციელდა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის