ლევან ხაბეიშვილი ნიკა გვარამიას შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა.

ხაბეიშვილის თქმით, საუბრის თემა შეეხებოდა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსს.

მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხებოდა ოპოზიციის სამომავლო გეგმებს, კონსტიტუციით გათვალისწინებული ბრძოლის რა ხერხები უნდა იყოს გამოყენებული.

„საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ვხედავთ, რომ „რუსული ოცნება“ ღალატობს ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს ყიდის რუსეთზე. ცხადია, ამ თემებთან დაკავშირებით ვსაუბრობდით, პოლიტიკურ პატიმართან და მძევალთან.

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ფაქტობრივად არავინ გაუსამართლებიათ და არავინ დაუჭერიათ იმის გამო, რომ მეუღლეს ავტომობილი ათხოვა. ყველამ კარგად იცის, რომ ნიკა გვარამია არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი.

ვილაპარაკეთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, მათ შორის, თუ რა უნდა იყოს საზოგადოების სტრატეგია, რა სტრატეგია უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, კონსტიტუციით გათვალისწინებული ბრძოლის რა ხერხები უნდა იყოს გამოყენებული.

შევეხეთ გელათის თემას. ძალიან აინტერესებდა. ნიკა დეტალურად არის საქმის კურსში. 7 წელია გელათს ანგრევენ და, სამწუხაროდ ყველა დუმს, ვგულისხმობ სახელმწიფო დაწესებულებებს. წულუკიანის უწყება პირდაპირ ჩართულია გელათის დანგრევაში.

ვსაუბრობდით იმაზე, რომ ყოველი მე-3 ახალგაზრდა ფიქრობს ქვეყნიდან გაქცევაზე“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ასე განიხილეს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ცხადია, ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის, პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის, ამ მდგომარეობაში ყოფნა. ნიკას ყველაზე კარგად ესმის ამ პროცესის მნიშვნელობა. ვსაუბრობდით იმაზე, რომ საზოგადოებამ ეს უნდა აღიქვას, როგორც პირად პრობლემად.

ვისაუბრეთ ნიკას პოლიტიკურ პატიმრობაზე. მე საქმის კურსში ჩავაყენე, რომ ევროკავშირის ელჩთან, საფრანგეთის ელჩთან, რუმინეთის ელჩთან მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრე. უახლოეს დღეებში ასევე ვაპირებ ბრიტანეთის ელჩთან ვისაუბრო, როგორც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, ასევე ნიკა გვარამიას თემის შესახებ“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა