რუსთავის მერიამ „რუსთავის წყალთან“ ერთად, საცხოვრებელ კორპუსებში სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემების მონიტორინგი დაიწყო

რუსთავის მერის ინიციატივით, ა(ა)იპ „რუსთავის კორპუსმა“ კომპანია „რუსთავის წყალთან“ ერთად, პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, საცხოვრებელ კორპუსებში სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემების ერთობლივი მონიტორინგი დაიწო.

რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა 27 კორპუსში არსებული მდგომარეობა უკვე შეისწავლეს.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, კომპანია ,,რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძე, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან ერთად, დღეს მესხიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

,,ავარიული კორპუსები, ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები. წლის განმავლობაში ვგეგმავთ კიდევ 4 მილიონი ლარის ღირებულების დამატებითი პროექტები განვახორციელოთ და ეს პრობლემა ნაწილობრივ მოვხსნათ, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიების გატარება. ჩვენ კომპანია ,,რუსთავის წყალთან“ ერთად, დავიწყეთ კორპუსის სარდაფების სისტემური შემოწმება, სადაც სწორედ გაუმართავი წყლის სისტემებია ავარიულობის მიზეზი. უახლოეს პერიოდში გვექნება სრული სურათი და შევძლებთ კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ ამ გამოწვევების დაძლევა მოსახლეობასთან ერთად“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პრობლემების გამოვლენის შემდეგ, შენობების შიდა სივრცეებში მწყობრიდან გამოსული წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას ,,რუსთავის კორპუსი“, ხოლო გარე პერიმეტრზე, კომპანია ,,რუსთავის წყალი“ ეტაპობრივად განახორციელებს.

„რუსთავის მერია რუსთავისა და რუსთაველებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რაშიც აქტიურად ჩაერთო ,,რუსთავის წყალი“. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ქალაქის მასშტაბით არსებული კორპუსებში, ასევ ეზოს ტერიტორიაზე არსებული წყალსადენის, ასევე წყალარინების ქსელის მდგომარეობის შესწავლას. მოხდება სრული ანალიზი, რის შემდეგაც დაისახება გეგმა თუ რა მიმართულებით უნდა იმუშაოს რუსთავის მუნიციპალიტეტმა და „რუსთავის წყალმა“, იმისთვის რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არსებულ კორპუსებში დროულად ჩატარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - განაცხადა კომპანია ,,რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, თემურ ჯანელიძემ.

რუსთავის მასშტაბით საცხოვრებელ კორპუსებში და ეზოებში წყალარინების სისტემების კომპლექსური მონიტორინგის მიზანია, მოსახლეობასთან ერთად, დროულად მოხდეს კორპუსებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა