Lion Terminal Poti - საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Lion Trans-ის ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა

საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიის Lion Trans-ის ტერმინალი ფოთში ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიას კომპანიის ბიზნეს პარტნიორები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. კომპანიის წარმომადგენლებმა კი მათ ტერმინალის დაარსების ისტორია და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.

ტერმინალი 2022 წლიდან ფუნქციონირებს და უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ტერმინალზე ტვირთის მიღება, გადმოტვირთვა, გადამუშავება, უსაფრთხოების დაცვა და გაცემა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ხდება.

Lion Trans-ის ტერმინალის ტერიტორიაზე ხდება როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანისა და აზიის ქვეყნებისთვის განკუთვნილი ტვირთების იმპორტი, ხოლო ექსპორტი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიმართულებით ხორციელდება. კონპანია ყოველწლიურად საშუალოდ 16 500 კონტეინერის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

Lion Trans მომხმარებელს ლოჯისტიკური მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს და ახორციელებს როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს ამერიკიდან მსოფლიოს ყველა მიმართულებით. მსოფლიოს მასშტაბით Lion Trans-ის ოფისები, სასაწყობე მეურნეობები და ტერმინალები წარმოდგენილია 12 ქვეყანაში, ასევე საქართველოს 11 ქალაქში. კომპანია ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტოიმპორტიორია ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

“რეგიონის მასშტაბით ყველაზე უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტის ტერმინალი მომავალშიც მუდმივად განვითარდება და გააგრძელებს გაფართოებას, რომ კიდევ უფრო მეტი მომხმარებლისთვის შევძლოთ მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა” - ამბობს Lion Group-ის გენერალური დირექტორი ლევან სუხიტაშვილი.

(R)

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა