ბათუმში ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ბათუმში ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიიღო და ლიეტუველ ხალხს, დამსწრე საზოგადოებას ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ღონისძიება ბათუმში ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ლიეტუვური სათვისტომოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგებლები ესწრებოდნენ.

ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ და საპატიო კონსულმა თემურ უსტიაშვილმა ლიეტუვასა და საქართველოს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის გეგმებზე, ბათუმსა და კლაიპედას შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს