შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში თოვლმა გადაადგილების პრობლემა შექმნა

შიდა ქართლში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექის გამო, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში - გორში, კასპში, ქარელსა და ხაშურში, გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, რეგიონის ქალაქების გარდა, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს მაღალმთიან ზონაში არსებულ დასახლებულ პუნქტებში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ და რეგიონის სხვა სოფლებში მისასვლელ გზებზე.

“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს არაერთ რეგიონში და მათ შორის შიდა ქართლშიც, მოვიდა საკმაოდ დიდი ნალექი თოვლის სახით, რამაც არაერთ რაიონში შეგვიქმნა გარკვეულწილად გადაადგილების პრობლემები. ოთხივე მუნიციპალიტეტმა დროულად მიიღო ზომები, შესაბამისად, მობილიზებულია ტექნიკა, გზები დამუშავდა ტექნიკური მარილით. გაწმენდილია ცენტრალური გზები და გზაჯვარედინები და აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო გზების წმენდა. ვიმედოვნებთ, რომ უმოკლეს დროში მოხდება გზების სრულყოფილად გაწმენდა და მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას“, - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის