სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების ზამთრის სკოლა“ დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების ზამთრის სკოლა“ დაიწყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პროექტი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და ამ სეზონზე მასში თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულების 18 სტუდენტი მონაწილეობს.

„პროგრამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, შენგელი ფიცხელაურმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გახსნეს. მათ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს. გახსნის ცერემონიას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უსაფრთხოების ზამთრის სკოლა სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ორი კვირის განმავლობაში მიიღონ ინფორმაცია საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული საფრთხეებისა თუ შესაბამისი გამოწვევების შესახებ.

მსმენელებს პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაუტარებენ. კურსს გაუძღვება უსაფრთხოების საკითხების ბრიტანელი ექსპერტი, კრის ჯაგერი, რომელიც მესამე სეზონია უსაფრთხოების სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობს. მასთან ერთად ზამთრის სკოლის მონაწილეებს სხვადასხვა მიმართულებით სწავლებას ჩაუტარებენ მადრიდის რეი ხუან კარლოსის უნივერსიტეტის პროფესორი, რუბენ არკოსი და სხვა მაღალი რანგის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტები.

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

უსაფრთხოების სკოლას ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი მესამედ მასპინძლობს. 2-კვირიანი სწავლება 2 მარტს დასრულდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს