გურიის სამივე მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზები თოვლისგან იწმინდება

გურიაში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექის გამო რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ გურიის გუბერნატორის მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფიშვილმა განუცხადა, ცენტრალური გზები უკვე გაწმენდილია.

მისივე თქმით, ელექტროენერგია მხოლოდ ერთ სოფელს არ მიეწოდება, სადაც სპეციალისტები ამ წუთებში აღდგენით სამუშაოებს ახორციელებენ.

„არცერთ მუნიციპალიტეტში უკვე აღარ თოვს, სამივე მუნიციპალიტეტში გაწმენდილია ცენტრალური გზები, შესაბამისად გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. ამ წუთებში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების წმენდა, მუშაობს შესაბამისი ტექნიკა. სამივე მუნიციპალიტეტში, აბსოლუტურად ყველა სოფელს ბუნებრივი აირი შეუფერხებლად მიეწოდება. ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუფერხებლად ხდება, მხოლოდ ერთ სოფელშია შეზღუდვა, ჩოხატაურის მაღალმთიანში, რომელზეც სპეციალისტები მუშაობენ და ცდილობენ, რომ მალე იქნეს პრობლემა აღმოფხვრილი. მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები, სადაც თოვლის საფარია”, - განაცხადა ქეთევან მოისწრაფიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო