ანდრეი ერმაკი - რუსეთი უკრაინას რაკეტებით ესხმის თავს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსები უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ.

ერმაკმა უკრაინის მოსახლეობას მოუწოდა, საჰაერო განგაში არ უგულებელყონ.

ხარკოვის სამხედრო გარნიზონის ხელმძღვანელის, სერგეი მელნიკის ინფორმაციით, რუსებმა ფეოდოსიის ტერიტორიიდან „კალიბრის“ ტიპის 6 რაკეტა გაისროლეს.

მოსახლეობას აფრთხილებს ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკიც.

„ლვოვის ოლქის მცხოვრებლებო, გადადით თავშესაფარში“, - წერს ის სოციალურ ქსელში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში მთელ ტერიტორიაზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა.

დედაქალაქ კიევში და კიევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ამასთან, ხმელნიცკის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გამალიმ განაცხადა, რომ ოლქში ორი აფეთქების ხმა გაისმა. მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა სოციალურ ქსელში რაკეტის ნამსხვრევების ფოტო გამოაქვეყნდა და დაწერა, რომ ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან