თელავში ახალი საფეხბურთო მოედნის სამშენებლო სამუშაოები გიორგი ალადაშვილმა და ლევან ანდრიაშვილმა დაათვალიერეს

თელავში, ლეგენდარული ფეხბურთელის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე არსებული სათადარიგო მოედნის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

თელავის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.

„პროექტს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს და მისი ჯამური ღირებულება 2 649 473 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სათადარიგო მოედნის სრული რეაბილიტაცია, ტრიბუნების მოწყობა, ბუნებრივი მწვანე საფარის დაგება, გასახდელების მშენებლობა და მოედნის შემოღობვა.

პროექტის განხორციელებით კიდევ უფრო გაიზრდება თელავის, როგორც რეგიონული ცენტრის მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა