საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკკა ჰაავისტოს შეხვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი მიმოიხილეს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გაწეულ სამუშაოებზე, მათ შორის, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით.

„მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ შეფასების ანგარიშს და აღნიშნეს ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ამ გზაზე. ფინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის და საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერა. საუბარი შეეხო ნატოში ინტეგრაციას და ამ კუთხით ურთიერთგამოცდილების გაზიარებას.

შეხვედრაზე მინისტრებმა ყურადღება დაუთმეს უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. ფინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა