ილია დარჩიაშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა და ბოგდან აურესკუმ ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგზე ისაუბრეს, ისევე როგორც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.

„მინისტრები საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული დოკუმენტის იმპლემენტაციის მიზნით შესაბამის სამოქმედო გეგმაზე აქტიურად მუშაობაზე შეთანხმდნენ.

მინისტრებმა ასევე მოსაზრებები გაცვალეს რუმინეთში გაფორმებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

რუმინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა საქართველოში ვიზიტით მიიწვია“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა