ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი მე-12 სართულიდან მოწყდა, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა

ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი მე-12 სართულიდან მოწყდა, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა

ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩაზე ლიფტი მე-12 სართულიდან ჩაწყდა და მეოთხე სართულზე გაიჭედა.

ლიფტში ქალი არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, ისინი დაშავებულები არ არიან.

როგორც 14-სართულიანი კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, ლიფტი ერთი წლის წინ გაარემონტეს.