საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრაზილიელ კოლეგას შეხვდა

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ბრაზილიელ კოლეგას მაურო ლუის იკერ ვიერიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და გლობალური გამოწვევები.

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორმხრივ ურთიერთობებში პრიორიტეტული მიმართულებების იდენტიფიცირების კუთხით და სწორედ ამაზე დაფუძნებით ხელი შეუწყონ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

„ბრაზილიის მხრიდან კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. როგორც მინისტრებმა აღნიშნეს სულ უფრო იზრდება სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა და არსებული საინვესტიციო პოტენციალი შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს ბრაზილიის ბიზნეს წრეებისთვის.

თავის მხრივ ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა დაინტერესების შემთხვევაში ბრაზილიას გაუზიაროს გამოცდილება სახელმწიფო სერვისების ეფექტიანი სისტემების დანერგვის თვალსაზრისით. მინისტრები შეთანხმდნენ მიმდინარე წელს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა