სალომე სამადაშვილი - სენატორ შაჰინის ვიზიტი დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონისა და  ქვეყნის მომავალი წყდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

“ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრაზე ამერიკელ კოლეგებს გააცნობენ ხედვას, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზებზე.

სალომე სამადაშვილის თქმით, სენატორ შაჰინის დელეგაციის ვიზიტი დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ის დიდი ხანია, ქართველი ხალხის ერთგული მოკავშირეა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიის უზრუნველყოფის, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის მიზნით. მისი ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც აშშ-ს კონგრესი მუშაობს შავის ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაზე. ლელოს ლიდერები ამერიკელ კოლეგებს გააცნობენ საკუთარ ხედვას, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების და მათი მოგვარების გზებზე", - სალომე

"ლელოს" ლიდერები დღეს ამერიკელ სენატორს ჯინ შაჰინს შეხვდებიან. როგორც ცნობილია, სენატორი შეხვედრებს გამართავს სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთანაც.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა