ბსუ-მ თურქი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თურქეთში 6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა. აქციის ფარგლებში შეძენილია პირველადი მოხმარების ნივთები, ლეიბები, საბნები, ჰიგიენური და ბავშვის მოვლის საშუალებები.

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ დიასამიძემ, რექტორის მოადგილემ ანზორ ბერიძემ მიწისძვრასთან დაკავშირებით გახსნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში თურქეთის ვიცე-კონსულ მუსტაფა გიუნეშს, თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეს ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცეს და კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოხატეს მომხდარი ტრაგედიის გამო“,-აღნიშნულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა