იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი კიევში გაემგზავრება

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ორშაბათს კიევში გაემგზავრება.

ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

მედიის ცნობით, მელონი, გასული წლის ოქტომბერში, თანამდებობის დაკავების დღიდან, მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, მაგრამ ამ საკითხზე დაპირისპირებაა კოალიციურ მთავრობაში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია Forza Italia-ს ლიდერმა, სილვიო ბერლუსკონიმ, გასულ კვირას განაცხადა, რომ თავად რომ პრემიერ - მინისტრი ყოფილიყო, ზელენსკის არ შეხვდებოდა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე