ჯოზეფ ბორელი - ზელენსკის და უკრაინელებს აქვთ ბევრი აპლოდისმენტი, მაგრამ არასაკმარისი საბრძოლო მასალა, ეს არის პარადოქსი - მოდით, გადავიდეთ სიტყვებიდან ფაქტებზე და დავაჩქაროთ სამხედრო მხარდაჭერა

ზელენსკის და უკრაინელებს აქვთ ბევრი აპლოდისმენტი, მაგრამ არასაკმარისი საბრძოლო მასალა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ეს არის პარადოქსი. უნდა იყოს ნაკლები აპლოდისმენტები და უკეთესი იარაღის მარაგი“, - დასძინა ბორელმა.

ბორელის თქმით, რიტორიკის დრო არ არის.

ჯოზეც ბორელის თქმით, ევროპის უსაფრთხოებას უკრაინაში რუსეთის ომი ემუქრება.

„ეს არის ეგზისტენციალური გამოწვევა ევროპისთვის", - განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ სამხედრო დახმარების მიწოდება უკრაინისთვის, რაც მას ახლა სასწრაფოდ სჭირდება.

„ჩვენ უნდა გავზარდოთ და დავაჩქაროთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. პირველი და ყველაზე გადაუდებელი, რაც გეოპოლიტიკურმა ევროპამ უნდა გააკეთოს, არის უკრაინის შეიარაღება. როგორც ყველა ევროპელმა ლიდერმა თქვა, გუშინ, რომ რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. მაშინ მოდით, გადავიდეთ სიტყვებიდან ფაქტებზე და დავაჩქაროთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. იმის გამო, რომ უკრაინა კრიტიკულ სიტუაციაშია არსებული საბრძოლო მასალის თვალსაზრისით“, - განაცხადა ბორელმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში